შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1898
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 19/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1898
19/10/2012
გამოუქვეყნებელი, 19/10/2012
000000000.00(0).000.000000
შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1898

2012 წლის 1 9 ოქტომბერი

ქ. თბილისი

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულმა შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს:

ა) ქალაქ ყვარელში, ილიას გორაზე მდებარე იუსტიციის სასწავლო ცენტრთან მისასვლელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება;

ბ) ქალაქ ყვარელში, ილიას ტბის თავზე შესაბამისი წარწერის მოწყობა;

გ) „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №499 განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული დამატებითი სამუშაოების შესრულება.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო სამუშაოებისა და მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. ყვარლის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის“ მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, ინსპექტირება და მიღება-ჩაბარება კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომანიის“ მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, ინსპექტირება და მიღება-ჩაბარება კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

 

 
პრემიერ-მინისტრი

მოვალეობის შემსრულებელი      . მერაბიშვილი