დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ოქტომბრის №1845 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1888 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 19/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1888
2012 წლის 1 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ოქტომბრის №1845 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ოქტომბრის №1845 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 1 71 651 (ას სამოცდათერთმეტი ათას ექვსას ორმოცდათერთმეტი) ლარი მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, საიდანაც:
ა) 109 536 (ას ცხრა ათას ხუთას ოცდათექვსმეტი) ლარი – ქობულეთში, თავისუფლების ქ. №19-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში (სანეპიდსადგური) საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის;
ბ) 49 265 (ორმოცდაცხრა ათას ორას სამოცდახუთი) ლარი – ქ. წალენჯიხაში, დაბა ჯვარში, კოსტავას ქ. №26-ში და ქ. ხობში, ც. დადიანის ქ. №197-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტების საკვამურების მოწყობის სამუშაოების განხორციელებისათვის;
გ) 12 850 (თორმეტი ათას რვაას ორმოცდაათი) ლარი – ქ. წალენჯიხაში, დაბა ჯვარში, სარალიძის ქ. №1-ში და ქ. წალენჯიხაში, დაბა ჯვარში, კოსტავას ქ. №10-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტების წყალსაწრეტის მოწყობის სამუშაოების განხორციელებისათვის.“.
პრემიერ-მინისტრის ი . მერაბიშვილი
მოვალეობის შემსრულებელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები