დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ქალაქ გორში განთავსებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №523 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1887 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 19/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 19/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1887
2012 წლის 1 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ქალაქ გორში განთავსებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №523 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ქალაქ გორში განთავსებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 მარტის №523 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 130 000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ქალაქ გორში განსათავსებლად, საიდანაც:
ა) 60 000 (სამოცი ათასი) ლარი – სამინისტროს ბალანსზე არსებული მატერიალური ფასეულობების გადაზიდვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისათვის;
ბ) 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარი – 2013 წლის 1 იანვრამდე სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლების სამუშაო დღეებში ქალაქ გორში ტრანსპორტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისათვის.“.
პრემიერ-მინისტრის ი . მერაბიშვილი
მოვალეობის შემსრულებელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები