„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №304/ძ ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 71/ძ
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
მიღების თარიღი 12/03/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 17/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.062.016054
71/ძ
12/03/2014
ვებგვერდი, 19/03/2014
040030000.33.062.016054
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №304/ძ ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის  მინისტრის

ბრძანება №71/ძ

2014 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის  დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №304/ძ ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 თავის მე-13 მუხლის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 5 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №304/ძ ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 16.11.2012წ. სარეგ. კოდი 040030000.33.062.016018) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი;

დ)საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.“.

მუხლი 2. ბათილად იქნეს ცნობილი:

ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის  მინისტრის 2014 წლის 11 თებერვლის  №43/ძ ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის  დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №302/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“;

ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის  მინისტრის 2014 წლის 26 თებერვლის №60/ძ ბრძანება ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №302/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ” აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის  მინისტრის 2014 წლის 11 თებერვლის  №43/ძ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.”.

მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 20 თებერვლიდან  წარმოშობილ ურთიერთობებზე.

                მინისტრი                                                                                                  დ. ჯაიანი