„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის N1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 18/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 17/10/2014
სარეგისტრაციო კოდი 240080000.11.004.016024
3
18/03/2014
ვებგვერდი, 19/03/2014
240080000.11.004.016024
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის N1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №3

2014 წლის 18 მარტი

ქ. თბილისი

„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესის და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2014 წლის 14 თებერვლის №1 დადგენილებაში (ვებგვერდი, 14/02/2014 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-8 პუნქტი:

„8. ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილების გარეშე ამ წესით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია მიაწოდოს აუდიტორს ან/და ეროვნულ ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პირს, თუ ეს ინფორმაცია აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად ან/და ინფორმაცია ეხება თავად ხელშემკვრელ მხარეს.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ინფორმაცია საკასო ცენტრში შესანახად შემოტანილი ნივთმტკიცებულებების და ფასეულოებების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია გაიცემა მათ შემომტან პირებზე და იმ პირებზე, რომელთა მიმართაც აღნიშნული ნივთმტკიცებულებების თაობაზე მიმდინარეობს საქმისწარმოება საგამოძიებო ან/და სასამართლო ორგანოებში ან/და ამ პირების უფლებამოსილ წარმომადგენლებზე.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე