დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისათვის მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 418 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016803 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №418
2014 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისათვის მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარით გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს მიეცეს თანხმობა, რომ მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება (მის.: ქ. თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. N6, ) I სართულზე მდებარე 77.45 კვ.მ ფართი, საკადასტრო კოდი: 01.15.05.064.009), 1 (ერთი) წლის ვადით, წლიური სარგებლობის საფასურით 3600 (სამი ათას ექვსასი) ლარის ოდენობით, აუქციონის გარეშე, იჯარით გადასცეს, ინდივიდუალურ მეწარმეს „ეველინა კოჩაძეს“(საიდენტიფიკაციო კოდი 01017022483), სასადილოს განთავსების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები