შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 420
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016794
  • Word
420
13/03/2014
ვებგვერდი, 18/03/2014
000000000.00.003.016794
შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 420

2014 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სასარგებლოწიაღისეულისმოპოვებისლიცენზიისაგანგათავისუფლებისთაობაზე

1.„ სასარგებლოწიაღისეულისმოპოვებისლიცენზიისგაცემისწესისადაპირობებისშესახებდებულებისდამტკიცებისთაობაზე საქართველოსმთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს 136 დადგენილებითდამტკიცებულიდებულების 74 მუხლისსაფუძველზე, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის (საშენი მასალა) მოპოვების ლიცენზიისაგან3(სამი) თვის ვადით და განახორციელოს:

ა) 8 048 (რვა ათას ორმოცდარვა) მ3 გრანიტოიდების ღორღის მოპოვება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. ივანოვკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ X და Yკოორდინატების საზღვრებში:

 

X

Y

1.

0446206

4604832

2.

0446187

4604813

3.

0446123

4604819

4.

0446069

4604863

5.

0446048

4604938

6.

0446118

4604921

S=1.0 ჰა

WGS 84

8 048 მ3

 

 

ბ) 19 3 135(ას ოთხმოცდა ცამეტი ათას ას ოცდათხუთმეტი) მ3 ვულკანური წიდის მოპოვება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალი ხულგუმოს მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდეგ X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

X

Y

1.

405603

4595462

2.

405574

4595436

3.

405635

4595344

4.

405749

4595149

5.

405769

4595309

S=2.05ჰა

WGS 84

193 1353

 

2. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება.

3. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ ვალდებულია მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სამშენებლო პროექტის განსახორციელებლად.

4. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში:

ა) 8 048 (რვა ათას ორმოცდარვა) მ3 გრანიტოიდების ღორღის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებ ისთ ის - 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა;

ბ) 19 3 135(ას ოთხმოცდა ცამეტი ათას ას ოცდათხუთმეტი) მ3ვულკანური წიდის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებისთვის - 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.

5. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის ოდენობის შესახებ.

6. შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ მიერ ლიცენზიისგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.

პრემიერ-მინისტრი                                                            . ღარიბაშვილი