დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 435 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 13/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016800 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №4 35
2014 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ „თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე (ნაკვეთი №07/056) მდებარე შენობა-ნაგებობა №1 და მასზე დამაგრებული 8298 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.14.06.007.067) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად, 1 (ერთი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს ა(ა)იპ ,, თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირს“ (საიდენტიფიკაციო კოდი № 404378874).
2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს :
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში ;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების ბაზაზე 201 7 წლის 1 სექტემბრამდე, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით სასწავლო დანიშნულების შენობის მშენებლობა , მისი ექსპლუატაციაში მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება და რემონტის ჩატარება;
გ) ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან 25 წლის განმავლობაში , ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების ზოგადსაგანმანათლებლო/სააღმზრდელო პროფილით, ასევე , აღნიშნული საქმიანობისათვის აუცილებელი მიზნებისათვის გამოყენება.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები