შპს „კავკასიის სამთო ჯგუფითვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

  • Word
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფითვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 433
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016790
  • Word
433
13/03/2014
ვებგვერდი, 19/03/2014
000000000.00.003.016790
შპს „კავკასიის სამთო ჯგუფითვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №433

2014 წლის 13 მარტი

. თბილისი

შპს „კავკასიის სამთო  ჯგუფი თვის“  სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლის, „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული წესის 271 მუხლის პირველი პუნქტისა და  „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის 302 დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად:

1. წიაღის შესწავლა-მოპოვებისა და აღნიშნული საქმიანობისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების (მისასვლელი დამხმარე გზების რეკონსტრუქცია, საბურღი მოედნების მოწყობა და სხვ.) განსახორციელებლად, შპს „კავკასიის სამთო ჯგუფს“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) მართვას დაქვემდებარებულ ბოლნისის სატყეო უბნის კაზრეთის სატყეოში, 1509840 კვ.მ მიწის ფართობით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების მოჭრის უფლებით) ვადა განესაზღვროს 2016 წლის 10 აგვისტომდე.

2. შპს „კავკასიის სამთო ჯგუფი“ ვალდებულია:

ა)  ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე მოჭრილი მერქნული რესურსი დაასაწყობოს სააგენტოს მიერ მითითებულ  ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;

ბ) ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს სპე­ციალური ტყითსარგებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებისათვის მი­ყე­ნებული ზემოქმედების საკომპენსაციო ქმედებების პაკეტი.

პრემიერ-მინისტრი                                                  ი. ღარიბაშვილი