სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის საკოორდინაციო კომიტეტში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაწევრიანების შესახებ

  • Word
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის საკოორდინაციო კომიტეტში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაწევრიანების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 431
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016787
  • Word
431
13/03/2014
ვებგვერდი, 19/03/2014
000000000.00.003.016787
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის საკოორდინაციო კომიტეტში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაწევრიანების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №431

2014 წლის 13 მარტი

. თბილისი

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის           საკოორდინაციო კომიტეტში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაწევრიანების შესახებ

1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის             საკოორდინაციო კომიტეტში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაწევრიანების შესახებ.

2. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის პროცესის საკოორდინაციო კომიტეტში გასაწევრიანებლად შესაბამისი განზრახვის წერილის გაგზავნა.

3. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოს კომიტეტში გაწევრიანებისათვის აუცილებელი შემდგომი შიდა­სახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი                                                                     . ღარიბაშვილი