დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ოზურგეთში არსებული სამთო-ქიმიის ქუჩისთვის თორნიკე ხვედელიძის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.113.016153 |
9
14/03/2014
ვებგვერდი, 21/03/2014
010250000.35.113.016153
ქალაქ ოზურგეთში არსებული სამთო-ქიმიის ქუჩისთვის თორნიკე ხვედელიძის სახელის მინიჭების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, (მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის) სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 16 მაისის №18 დადგენილების შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
ქალაქ ოზურგეთში არსებული სამთო-ქიმიის ქუჩას ეწოდოს თორნიკე ხვედელიძის ქუჩა.
|
| მუხლი 2 |
ქალაქ ოზურგეთში არსებული სამთო-ქიმიის ქუჩის მონაკვეთის მარჯვენა მხარეს არსებული ობიექტები დაინომროს კენტი რიცხვებით, ხოლო მარცხენა მხარეს არსებული ობიექტები დაინომროს ლუწი რიცხვებით. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები