ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/03/2014
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 13/08/2014
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016152
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
8
14/03/2014
ვებგვერდი, 21/03/2014
010250000.35.113.016152
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/03/2014 - 13/08/2014)

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2014 წლის 14 მარტი

ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-8 მუხლის   მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   შესაბამისად,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი და დროშა, თანახმად  დანართისა.

 

მუხლი 2
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის აღწერილობები, თანახმად დანართისა.
მუხლი 3
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის გამოყენება და დაცვა განხორციელდეს „თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოთა გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 31 მაისის №363 ბრძანებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 4
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის ორიგინალების შენახვის ადგილად განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

          

მუხლი 5
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბისა და დროშის დაცვის უზრუნველყოფა დაევალოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 6
 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ სურგულაძე



დანართი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გერბი

გერბის ფარი გადაკვეთილია სამ ნაწილად. ცენტრალური ზურმუხტის ველი ფარის სიმაღლის ½-ის ტოლია. ზურმუხტის ველი, მის ზემოთ არსებული ლაჟვარდის ველისგან გამოყოფილია ტალღისებურად. ლაჟვარდის ველი ფარის სიმაღლის ¼-ის ტოლია. ზურმუხტისა და ლაჟვარდის ველებზე მოთავსებულია ოქროს ფიგურა: სვეტი, რომელიც ბოლოვდება ჯვრით, და მწოლიარე ლომი, რომელსაც მარჯვენა თათით უპყრია მახვილი.  ლაჟვარიდის ველის მარჯვენა კუთხეში გამოსახულია ვერცხლის ცხრაქიმიანი მნათობი. ქვედა სევადის ველი წარმოადგენს გერბის სიმაღლის ¼-ს და გადაკვეთილია სამი ვერცხლის ტალღისებური სარტყლით.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი - სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის), ნახევრად ღია კარიბჭით. 

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომელის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი - „ოზურგეთი“.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დროშა

დროშის ქსოვილი ვერტიკალურად გაყოფილია ორ ტოლ, ლაჟვარდისა და ზურმუხტის ველებად. ლაჟვარდის ველზე გამოსახულია ოქროს ჯვარი, რომელიც ზომით დროშის სიმაღლის 3/5-ის ტოლია. დროშის პროპორცია: 2/3.