დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.22.025.016138 |
|
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებულ ,,ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (სსმ, III, 31.08.2006 წ., 117, მუხლი 1581) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
1.
მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი ვალდებულია პირის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში ჩანაწერის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში აცნობოს ამის შესახებ შესაბამის კვალიფიციურ საწარმოს, დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტს, იმ კვალიფიციურ საწარმოს ან გადაცემის ლიცენზიანტს, რომლის მფლობელობაში არსებულ ელექტრულ ქსელზეც არის მიერთებული საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანილი პირის მფლობელობაში არსებული ელექტრული ქსელი. თუ რეესტრში შეყვანილი პირი წარმოადგენს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელს, ცნობაში ეს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს.“. |
2.
მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის წერილობითი თანხმობა წარმოდგენილი ხელშეკრულების რეგისტრაციაზე (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის გამყიდველს წარმოადგენს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მწარმოებელი).“. |
3.
362 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ყოველი კალენდარული წლის 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე – იმ თბოელექტროსადგურის ტარიფის ზედა ზღვრით, რომელსაც კომისიამ დაუდგინა ყველაზე მაღალი ტარიფი, მაგრამ არაუმეტეს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ შეთანხმებაში მითითებული ფასისა;“. |
| მუხლი 2 |
1.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა უზრუნველყოს წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დისპეტჩერიზაციის ლიცენზიანტისთვის „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული იმ პირთა სიის მიწოდება, რომლებიც საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეთა რეესტრში შეყვანილნი იყვნენ ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე. |
2.
ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები