„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №121 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1865
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 10/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1865
10/10/2012
გამოუქვეყნებელი, 10/10/2012
000000000.00(0).000.000000
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №121 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1865

2012 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №121 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 იანვრის №121 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „სასოფლო-სამეურნეო წარმოების ინტენსიფიკაციის“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 37 01 03) გამოყოფილი ასიგნებებიდან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხილისა და ბოსტნეულის წარმოების განვითარებისათვის, სასათბურე მეურნეობის რეაბილიტაციისათვის, ექსტენციის სადგურების/კვლევითი ცენტრების დაფუძნების, მექანიზაციის სერვისცენტრების დაარსების, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმების შექმნისა და მარცვლეულის წარმოების ინტენსიფიკაციის ღონისძიებების დაფინანსებისათვის 41 940 000 (ორმოცდაერთი მილიონ ცხრაას ორმოცი ათასი) ლარის გადარიცხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე.“.

პრემიერ-მინისტრი      . მერაბიშვილი