დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული საწარმოებისათვის სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 აპრილის №266 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1853 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 10/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1853
2012 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული საწარმოებისათვის სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 აპრილის №266 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში შერჩეული საწარმოებისათვის სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 აპრილის №266 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) შპს „ტყიბულის ჩაის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი – 219635456) – 350 000 (სამას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, 10 წლის ვადით, სესხით სარგებლობისათვის წლიური 9-პროცენტიანი განაკვეთით;“.
2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზემოაღნიშნული პირობების შესაბამისად შეიტანოს ცვლილება შპს „ტყიბულის ჩაისთან“ გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებაში და გააფორმოს სესხის დაფარვის ახალი გრაფიკი.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები