დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1852 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 10/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1852
2012 წლის 10 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სსიპ – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის მიერ სახელმწიფო შესყიდვებ ის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა ტრენინგების გამართვისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ქ. ქუთაისში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული შენობის ნაწილის სამშენებლო სამუშაოების, საქონლისა და თანმდევი მომსახურების, აგრეთვე მშენებლობასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს მრავალწლიანი, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სსიპ – საჯარო აუდიტის ინსტიტუტის სახსრების გამოყენებით.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები