მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ

  • Word
მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1851
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 10/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1851
10/10/2012
გამოუქვეყნებელი, 10/10/2012
000000000.00(0).000.000000
მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1851

2012 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის ღონისძიებათა შესახებ

1 . „ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის 11 დადგენილების, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის 218 დადგენილების საფუძველზე ჩატარებული კონკურსის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულებებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 39ე მუხლის მე5 პუნქტის, ასევე 79-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი სს „არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ მიერ შექმნილ 15- საწოლიან მრავალპროფილურ საავადმყოფოზე, მდებარე ქ. სენაკში, რუსთაველის ქ. №110‑ ში, გაიცეს მშენებლობის ნებართვა გამარტივებული წესით.

2 . საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციისა და გამოკვლევის შედეგების საფუძველზე უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ობიექტზე მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემა და მისი ექსპლუატაციაში მიღება.

პრემიერ-მინისტრი   . მერაბიშვილი