სახელმწიფო ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1849
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 08/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1849
08/10/2012
გამოუქვეყნებელი, 08/10/2012
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო ქონების იჯარის ფორმით გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურისათვის თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1849

2012 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ქონების იჯარის ფორმით გადა ცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურისათვის თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს შემოსავლების სამსახურს (შემდგომში შემოსავლების სამსახური) საბაჟო გამშვები პუნქტების ტერიტორიაზე, თავის სარგებლობაში არსებული უძრავი      ქონება გადასცეს სს „ლიბერთი ბანკს“ იჯარის ფორმით, აუქციონის გარეშე, 3 წლის ვადით, ამ განკარგულების დანართის მიხედვით.

2. ყოველთვიური საიჯარო ქირა ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3 .    შემოსავლების სამსახურმა ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი   . მერაბიშვილი