საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ

  • Word
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1845
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 08/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1845
08/10/2012
გამოუქვეყნებელი, 08/10/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1845

2012 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების შესახებ

1. აქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 1 09 487 (ას ცხრა ათას ოთხას ოთხმოცდაშვიდი) ლარი მიმართოს:

ა) 47 372 (ორმოცდაშვიდი ათას სამას სამოცდათორმეტი) ლარი – ქობულეთში, თავისუფლების ქ. №19-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში (სანეპიდსადგური) საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის;

ბ) 49 265 (ორმოცდაცხრა ათას ორას სამოცდახუთი) ლარი – ქ. წალენჯიხაში, დაბა ჯვარში, კოსტავას ქ. №26-სა და ქ. ხობში, ც. დადიანის ქ . 197-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტების საკვამურების მოწყობის სამუშაოების განხორციელებისათვის;

გ) 12 850 (თორმეტი ათას რვაას ორმოცდაათი) ლარი – ქ. წალენჯიხაში, დაბა ჯვარში, სარალიძის ქ. №1-სა და ქ. წალენჯიხაში, დაბა ჯვარში, კოსტავას ქ. №10-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტების წყალსაწრეტის მოწყობის სამუშაოების განხორციელებისათვის.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული დეფექტური აქტებისა და ხარჯთა ნუსხების შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში განსახორციელებლად საჭირო სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით განახორციელოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.

პრემიერ-მინისტრი   ი . მერაბიშვილი