დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4248 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 30/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2011 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.140.000.05.001.002.659 |
საქართველოს კანონი
„საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბაჟო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998, გვ. 37) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-6 მუხლის:
ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქონლის იმპორტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;“;
ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) საქონლის ექსპორტი და საქონლის რეექსპორტი.“.
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქონლის საბაჟო პროცედურებისათვის მოსაკრებლების დარიცხვა და ამოღება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი წესებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4248–რს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები