საქართველოს მთავრობისათვის თავდაცვის სფეროში გამოყოფილი სამედიცინო მარაგებისა და აღჭურვილობის გრანტის სახით მიღებისა და განკარგვის შესახებ

  • Word
საქართველოს მთავრობისათვის თავდაცვის სფეროში გამოყოფილი სამედიცინო მარაგებისა და აღჭურვილობის გრანტის სახით მიღებისა და განკარგვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1832
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/10/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 03/10/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1832
03/10/2012
გამოუქვეყნებელი, 03/10/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობისათვის თავდაცვის სფეროში გამოყოფილი სამედიცინო მარაგებისა და აღჭურვილობის გრანტის სახით მიღებისა და განკარგვის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1832

2012 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობისათვის თავდაცვის სფეროში გამოყოფილი სამედიცინო მარაგებისა და აღჭურვილობის გრანტის სახით მიღებისა და განკარგვის შესახებ

1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის გრანტის ხელშეკრულება „დაჭრილი მებრძოლის შესახებ“.

2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნება დაერთოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მთავრობისათვის თავდაცვის სფეროში გამოყოფილი სამედიცინო მარაგებისა და აღჭურვილობის მიღება და განკარგვა განახორციელოს საქართველოს მთავრობის სახელით .

3. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 25 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი     ი . მერაბიშვილი