სააქციო საზოგადოება „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სააქციო საზოგადოება „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 389
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/03/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 07/03/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
389
07/03/2012
გამოუქვეყნებელი, 07/03/2012
000000000.00(0).000.000000
სააქციო საზოგადოება „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №389

2012 წლის 7 მარტი

ქ. თბილისი

სააქციო საზოგადოება „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგოსათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომ სააქციო საზოგადოება „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა „საქრუსენერგოს“ (ს/კ 211324468) უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, 1 წლის ვადით, გადასცეს ქ. თბილისში, გელოვანის ქ. №2-ში მდებარე შენობის ნახევარსარდაფში არსებული 64,39 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.10.11.002.004.03.500) და ქ. თბილისში, გელოვანის ქ. №2-ში მდებარე შენობის ანტრესოლის სართულზე არსებული 1024,64 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №01.10.11.002.004.01.500).

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება გაუქმდეს არა უმეტეს ერთი თვის ვადაში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები სააქციო საზოგადოება „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა „საქრუსენერგოსთან“ უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით.

პრემიერ-მინისტრი                                                            ნ. გილაური