დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის უძრავი ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1826 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 03/10/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 03/10/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1826
2012 წლის 3 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის უძრავი ქონების გაცვლაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო ს, ფიზიკურ პირ ლელა შოშიაშვილს (პირადი №01026001444) საკუთრებაში გადასცეს ქალაქ თბილისში, გულიას ქუჩაზე (ნაკვეთი 05/075) მდებარე 3291 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – 01.18.09.005.075), ქ. თბილისში, გულიას ქუჩაზე (ნაკვეთი 05/077) არსებული 126 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – 01.18.09.005.077), ქ. თბილისში, სანაპიროს ქუჩა №5-ში მდებარე 264 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – 01.18.09.005.078) და ქ. თბილისში, სანაპიროს ქუჩა №5-ში მდებარე 119 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – 01.18.09.005.080) ფიზიკური პირის ლელა შოშიაშვილი ს (პირადი №01026001444) საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 658 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი – №01.18.09.005.072) სახელმწიფო საკუთრებაში გადა ცემის სანაცვლოდ იმ პირობით, რომ ფიზიკური პირი ლელა შოშიაშვილი (პირადი №01026001444) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი ) დღის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით გადაიხდის 170 450 (ას სამოცდაათი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარს.
2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები