დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ შპს „STARDOCK PRODUCTIONS“-ისათვის თანხის ანაზღაურების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 381 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/03/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 07/03/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №381
2012 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ შპს „STARDOCK PRODUCTIONS“-ისათვის თანხის ანაზღაურების თაობაზე
1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ აღნიშნული კანონით „ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის“ პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან 400000.0 (ოთხასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი მიმართოს სსიპ – საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და შპს „STARDOCK PRODUCTIONS“-ს შორის 2011 წლის 25 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ასანაზღაურებლად.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ ამ განკარგულების შესრულებისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები