დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №1726 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1821 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 29/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1821
2012 წლის 29 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №1726 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის №1726 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა პროგრამა „ ახალგაზრდული ფესტივალი 2012“ -ის ფარგლებში კვებასა და სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები, აგრეთვე მუსიკალური აპარატურის და განათების სისტემის ქირავნობასა და ხმის რეჟისურის მომსახურებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
2. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 5 სექტემბრიდან.“.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები