საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ

  • Word
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 373
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 29/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
373
29/02/2012
გამოუქვეყნებელი, 29/02/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №373

2012 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების შესახებ

1. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში მოიძიოს 3 070 000 (სამი მილიონ სამოცდაათი ათასი) ლარი შემდეგი ღონისძიებების დასაფინანსებლად:

ა) 2 500 000 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი – ბაგრატის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად;

ბ) 570 000 (ხუთას სამოცდაათი ათასი) ლარი – პროფესორ ანდრეა ბრუნოს მიერ ბაგრატის საკათედრო ტაძრის დასავლეთი მკლავისა და ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთის რეაბილიტაციის არქიტექტურული პროექტის, აგრეთვე, ტაძრის აღმშენებლობის ისტორიის პრეზენტირების ესკიზური პროექტისა და ფიზიკური სამუშაოების საავტორო ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წინადადების საფუძველზე შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის კვარტალურ განწერაში.

პრემიერ-მინისტრი                                                    ნ. გილაური