დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №684 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1802 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/09/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 26/09/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1802
2012 წლის 2 6 სექტემბერი
ქ. თბილისი
„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის № 684 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თ აობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №684 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ“ ქვეპუნქტი:
„ყ) ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხცისის სრული გაზიფიცირების მიზნით ხცისის მიმართულებით 1,7 კმ-იანი გაზსადენის მშენებლობა, ავტომატური გაზგამანაწილებელი სადგურისა და გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა;“.
პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები