საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1801
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 26/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
1801
26/09/2012
გამოუქვეყნებელი, 26/09/2012
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1801

2012 წლის 2 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების შესახებ

1 . „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე -3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით , საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ფისკალური დოკუმენტაციის საერთაშორისო ბიუროს (IBFD ) საწევროს ონლაინ პაკეტზე მიერთების მიზნით , ამავე ბიუროსაგან 1‑წლიანი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით , „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში .

2 . „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების შესაბამისად , მოწონებულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ფისკალური დოკუმენტაციის საერთაშორისო ბიუროს (IBFD ) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი .

3 . ამ განკარგულების მე -2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მიმართ, „გამარტივებული შესყიდვის , გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, არ გავრცელდეს ამავე წესის მე -19 მუხლის მე -6 და მე -7 პუნქტებითა და მე -20 და 21 - მუხლებით დადგენილი მოთხოვნები .

პრემიერ-მინისტრი   ი . მერაბიშვილი