ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტთან დაკავშირებით 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფინანსური ვალდებულებების გადავადების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 368
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/02/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 29/02/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
368
29/02/2012
გამოუქვეყნებელი, 29/02/2012
000000000.00(0).000.000000
ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტთან დაკავშირებით 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფინანსური ვალდებულებების გადავადების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №368

2012 წლის 29 თებერვალი

ქ. თბილისი

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტთან დაკავშირებით 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფინანსური ვალდებულებების გადავადების შესახებ

1. მიღებულ იქნეს ცნობად ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ (შემდგომში – წყალმომარაგების კომპანია), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს შორის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ დაფინანსებული წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტთან დაკავშირებით 2010 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ქვესასესხო ხელშეკრულების (შემდგომში – ქვესასესხო ხელშეკრულება) ფარგლებში წყალმომარაგების კომპანიის ფინანსური ვალდებულებების გადავადების შესახებ.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წინადადების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ქვესასესხო ხელშეკრულების ფარგლებში 2013 წლის 20 ოქტომბრამდე წყალმომარაგების კომპანიის მიერ შესასრულებელი ფინანსური ვალდებულებების გადავადება შემდეგი ფინანსური პირობებით:

– გადავადებული თანხები დაგროვდება და განხილული იქნება, როგორც დამატებითი სესხის ძირითადი თანხა (შემდგომში – დამატებითი სესხი), რომლის დაფარვა უნდა განხორციელდეს თანაბარი ნახევარწლიური გადახდებით 2014 წლის 20 აპრილიდან 2015 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით;

– გადავადებულ თანხებს არ დაერიცხება (დაწყებული 2011 წლის 20 ოქტომბრიდან) ქვესასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო;

– დამატებითი სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი და პირგასამტეხლო იქნება იგივე, რაც განსაზღვრულია ქვესასესხო ხელშეკრულებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური