დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაცემი ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-65 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/03/2014 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 04/04/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.032.016144 |
|
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-9 პუნქტისა და მე-14 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 29 აპრილის N89 დადგენილებით დამტკიცებული „ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების ლიცენზიის გაცემის წესის შესახებ დებულების“ მე-3 და მე-8 მუხლების საფუძველზე,
ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის ფორმა (დანართი №1). |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №2). |
| მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. |
|
დანართი №1
|
![]() საქართველო სურსათის ეროვნული სააგენტო ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობა N000000
1. ლიცენზიის მფლობელის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი:________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ 2. საწარმოს მისამართი: __________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ 3. პრეპარატის სავაჭრო დასახელება: _______________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ 4. აქტიური საწყისის დასახელება და რაოდენობრივი შემცველობა: ______________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ 5. აქტიური შტამის მიღება (გამრავლება) ან მიკრობული სინთეზის პროდუქტის მიღება, მიკრობიოლოგიური საშუალების პრეპარატული ფორმის დამზადება და დაფასოება, მცენარეული ექსტრაქტის მიღება და დაფასოება: ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ 6. ლიცენზიის გაცემის თარიღი: __________________________________________ ________________________________________________________________________________________ 7. ლიცენზიის მოქმედების ვადა: უვადო
_________________________ უფლებამოსილი პირი
________________________ (ხელმოწერა)
ბ.ა.
|
დანართი №2
|
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გასაცემი ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის გაცემისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება 1. ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობა (შემდგომში – მოწმობა) წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას, რომელიც შემუშავებული და დამტკიცებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 2. მოწმობის რეგისტრაცია წარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში. 3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) მოწმობის გაცემას, აღრიცხვა-ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე.
მუხლი 2. მოწმობის დამზადება 1. მოწმობის დამზადებას აწარმოებს პოლიგრაფიული საწარმო „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 2. პოლიგრაფიული საწარმოდან მოწმობის გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვს სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
მუხლი 3. მოწმობის აღრიცხვა და შენახვა 1. მოწმობის აღრიცხვაზე, შენახვაზე და გაცემაზე კონტროლს ახორციელებს სააგენტო. 2. მოწმობის აღრიცხვა ხორციელდება ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის რეგისტრაციის ჟურნალში (დანართი N3). 3. მოწმობა ინახება მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილ პირთან. 4. მოწმობის შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. 5. სათავსო, სადაც ინახება მოწმობა, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისგან.
მუხლი 4. მოწმობის რეგისტრაციის ჟურნალი
10. ჟურნალის შენახვის პირობებმა უნდა უზრუნველყოს მისი დაცულობა. 11. ჟურნალი წარმოადგენს შიდა გამოყენების დოკუმენტს და იგი (ან მასში არსებული მონაცემები) არ შეიძლება გაიცეს მესამე პირებზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 5. მოწმობის გაცემის პროცედურები 1. მოწმობას, აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი, განცხადების საფუძველზე, გადასცემს მოწმობის შევსებაზე უფლებამოსილ პირს. 2. სააგენტოს უფლებამოსილი პირი მოწმობის მიღების ფაქტს ადასტურებს მოწმობის რეგისტრაციის ჟურნალში ხელმოწერით.
მუხლი 6. მოწმობის დუბლიკატის გაცემა 1. გაცემული მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სააგენტოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიცემა მოწმობის დუბლიკატი. 2. მოწმობის დუბლიკატის მისაღებად მოწმობის (ლიცენზიის) მფლობელმა სააგენტოში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შედგენილი განცხადება; ბ) მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი. 3. გაცემულ დუბლიკატს დაესმევა შტამპი აღნიშვნით ”დუბლიკატი”. მოწმობის დუბლიკატს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მის დედანს. 4. დუბლიკატის გაცემის შესახებ ინფორმაცია შეიტანება უწყებრივ რეესტრში მოწმობის ფორმის დუბლიკატის გაცემის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში.
მუხლი 7. მოწმობის შევსება 1. მოწმობის შევსება ხდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ. 2. მოწმობა ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მოწმობის ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. მოწმობის დაზიანების ან მათში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად. მოწმობის შემვსები ადგენს მოწმობის ჩამოწერის აქტს (დანართი N4) მოწმობის გაუქმების მიზეზის მითითებით. 3. მოწმობა ივსება 2 პირად, რომელთაგან ერთი პირი რჩება სააგენტოს, მეორე გადაეცემა ლიცენზიის მაძიებელს. 4. შევსებული მოწმობის რეგისტრაცია მიმდინარეობს რეგისტრაციის ჟურნალში. 5. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, სააგენტო ვალდებულია აწარმოოს უწყებრივი სალიცენზიო რეესტრი.
მუხლი 8. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა შეიძლება: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; ბ) მოწმობის დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს ჩამოწერის აქტის შედგენის შემდეგ. 3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ექსკლუზიური ნუმერაცია იწერება რეგისტრაციის ჟურნალში. 4. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 9. მოწმობის შენახვაზე, აღრიცხვასა და გაცემაზე კონტროლი სააგენტო ყოველი კალენდარული წლის ბოლოს ახდენს მოწმობების ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
დანართი №3
|
ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების
სალიცენზიო მოწმობის რეგისტრაციის ჟურნალი
|
დანართი №4
|
გამოსაყენებლად უვარგისი ბიოლოგიური პესტიციდების წარმოების სალიცენზიო მოწმობის ჩამოწერის აქტი
“-----” “-----------------------” 20 წელი
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს. ხელმძღვანელი: /---------------/
მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებასა და აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი: /---------------/
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები