სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

  • Word
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 18/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
84
18/01/2012
გამოუქვეყნებელი, 18/01/2012
000000000.00(0).000.000000
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №84

2012 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

სასარგებლო წიაღისეულის  მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წე­სი­სა და პირობების შესახებ დებულების დამტკი­ცების თაობაზე“ საქართ­ვე­ლოს მთავ­რობის 2005 წლის 11 აგ­ვისტოს №136 დადგენილებით დამ­ტკი­­ცე­ბული დებულების 74  მუხლის შესაბამისად, შპს „აზსაქმშენ ალ­ი­ან­სი (AZGEOBUILDING ALIANS)“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისე­უ­ლის მო­პო­ვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და თეთრიწყაროს მუ­ნი­ციპალიტეტში, სოფელ ივანოვკის მიმდებარე ტერიტორიაზე განა­ხორ­ცი­ე­ლოს 70 000 (სამოცდაათი ათასი) მ3 დიაბაზ-პორფირიტის მოპოვება შემ­დეგი X  და  Y კო­­ორ­დინა­ტების საზღვრებში:

                                                                      

 

2.  შპს „აზსაქმშენ ალიანსმა (AZGEOBUILDING ALIANS)“ უზრუნ­ვე­ლყოს:

ა) სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით გან­საზ­ღვრული პირობების შესრულება;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 000 (ათი ათასი) ლა­რის გა­დახ­­და.

პრემიერ-მინისტრი                                            ნ . გილაური