დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2101-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 07/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120260040.05.001.017361 |
|
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ. 14) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეძლევა დამატებითი შვებულება 30 დღემდე ვადით. დამატებითი შვებულება არ ჩაითვლება ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შვებულებების ანგარიშში.“. 2. მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, მისი საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნის შესახებ გამოცემული აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გაცნობიდან 3 თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 7 მარტი 2014 წ. N2101-IIს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები