დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 17/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.037.016029 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი, მე-3 პუნქტებისა და ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 3 ნოემბრის №13/ნ ბრძანებით (სსმ III, 04.11.2009წ., №136, მუხ. 1561) დამტკიცებულ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. თავმჯდომარის მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში: ა) უმაღლესი განათლება (სფერო/ფაკულტეტი: PR მენეჯმენტი ან ჟურნალისტიკა; ხარისხი: ბაკალავრი, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული); ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი; გ) უცხო ენის (ინგლისური) – კარგად ცოდნა; დ) საზოგადოებასთან ურთიერთობის ტექნოლოგიების ფლობა და შესაბამისი გამოცდილება; ე) შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ე.ა) საქართველოს კონსტიტუცია; ე.ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ”; ე.გ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”; ე.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე.ე) საქართველოს კანონი ,,საავტომობილო გზების შესახებ”; ე.ვ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”; ე.ზ) საქართველოს კანონი ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”; ე.თ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანება ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ”; ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Outlook Express, Internet Explorer – კარგად ცოდნა;”. ბ) მე-12 მუხლის მე-7 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი, მათ შორის, საჯარო სამსახურში სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები