რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 64
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 18/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
64
18/01/2012
გამოუქვეყნებელი, 18/01/2012
000000000.00(0).000.000000
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 64

2012 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

1. 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მიერ (რომლებიც განსახლებული არიან ქ. გორსა და გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში) 2012 წლის 1 იანვრისათვის არსებული ელექტროენერგიის , ბუნებრივი აირისა და წყლის დავალიანების ანაზღაურებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 06) მიმართოს 159 639 (ას ორმოცდაცხრამეტი ათას ექვსას ოცდაცხრამეტი) ლარი, კერძოდ:

ა) ელექტროენერგიის დავალიანების ანაზღაურების მიზნით – 21 654 ლარი;

ბ) ბუნებრივი აირის დავალიანების ანაზღაურების მიზნით – 10 606 ლარი;

გ) წყლის დავალიანების ანაზღაურების მიზნით – 127 379 ლარი.

2 . საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.

 პრემიერ-მინისტრი                                ნ. გილაური