რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 62
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 18/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
62
18/01/2012
გამოუქვეყნებელი, 18/01/2012
000000000.00(0).000.000000
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 62

2012 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ

1. 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა ორგანიზებულად განსახლებული ოჯახების მიერ 2012 წლის იანვარსა და თებერვალ ში ბუნებრივი აირის ხარჯის ანაზღაურებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (პროგრამული კოდი – 34 02 01) მიმართოს 550 000 (ხუთას ორმოცდაათი ათასი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახებისათვის ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურების ლიმიტი განისაზღვროს ერთ ოჯახზე (აბონენტი) თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ცენტრალიზებულად განახორციელოს ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიებისათვის.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს გაითვალისწინოს შესაბამისი დამატებითი ასიგნებების გამოყოფის საკითხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის.

პრემიერ-მინისტრი                         ნ. გილაური