„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 225
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017845
225
13/03/2014
ვებგვერდი, 14/03/2014
010240030.10.003.017845
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №225

2014 წლის 13 მარტი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დე­ბუ­ლების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 22/11/2013, 010240030.10.003.017464) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შე­მ­დეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვე­პუნქტი:

„უ) საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დელეგაციების ვი­ზი­ტების დაგეგმვა და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.“.

2. მე-5 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) პროტოკოლის დეპარტამენტი.“;

ბ) მე-4 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ“ ქვეპუნქტი:

„ჟ) პროტოკოლის დეპარტამენტი:

ჟ.ა) უზრუნველყოფს მინისტრის, მინისტრის შესაბამისი მოადგი­ლის, აგრეთვე სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების მიერ, წინას­წარი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, საპროტოკოლო ღონის­ძიე­ბების გატარებას;

ჟ.ბ) ახორციელებს საზღვარგარეთის ქვეყნების ოფიციალური დე­ლე­გა­ციების ვიზიტების, მათ შორის, პარტნიორ ქვეყნებთან გაფორმე­ბული თანამშრომლობის გეგმებით (პროგრამებით) გათვალისწინებული ღონისძიებების პროგრამების, მოსამზადებელი ღონისძიებების ნუსხის (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, ოფი­ციალური დასაჩუქრება და სხვ.), შესაბამისი ბრძანებების პროექტების შედგენასა და მათში გაწერილი დავალებების შესრულების ორგანიზებასა და კონტროლს;

ჟ.გ) უზრუნველყოფს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყ­ნებ­ში სამინისტროს/ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გასამართი ვიზიტებისა და ღონისძიებების (სემინარები, შეხვედრები, კონფერენცი­ე­ბი, საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერის ცერემონიალი და სხვ.) ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და საჭიროებისამებრ, თანამშ­რომ­ლების წინასწარ მივლინებას;

ჟ.დ) ახორციელებს უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს/საქართვე­ლოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების სამსახურებრივი მივ­ლინების ვიზიტების დაგეგმვას, ორგანიზებასა და ვიზებით უზრუნველ­ყოფას;

ჟ.ე) უზრუნველყოფს სამინისტროს/საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრე­ბის თარგმანს;

ჟ.ვ) საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყო­ფად, ახ­ორციელებს სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლო­ბას;

ჟ.ზ)  სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან კო­ორ­დინი­რებით, უზრუნველყოფს სამინისტროს საპროტოკოლო სატრანს­პორტო და სხვა ტექნიკური საშუალებების მზადყოფნის ორგანიზებასა და მიზანმიმართული გამოყენების კონტროლს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი