„საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბერის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბერის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 30/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.017844
224
13/03/2014
ვებგვერდი, 14/03/2014
010220000.10.003.017844
„საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბერის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №224

2014 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №297 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 და 152-ე მუხლების შესაბამისად, „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 28 სექტემბრის №297 დადგენილებაში (სსმ, №127, 04/10/2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლე­ბა­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-5 და  29-ე მუხლებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და   152-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თან­დარ­თული „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავ­რობო კო­მი­სიის დებულება“.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის“ დებულების:

ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კო­მისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც კოორდინაციას უწევს და ხელს უწყობს საქართველოს რეგიონული განვითარების პროცესს, ასევე, უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადებას და საქართველოს მთავრობისათვის განსახილველად წარდგენას.

2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (შემდგომში - კოდექსი), ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები:

„ზ) თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ წინადადებების, ასევე, თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) შესაბამისი შუამდგომლობის საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენა კოდექსის შესაბამისად;

თ) თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ თვითმმართველ ერთეულთან (ერთეულებთან) და თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) მოსახლეობასთან კონსულტაციების გამართვა კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად.“;

გ) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“-„თ“ ქვეპუნქტები:

„ვ) საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინოს თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ წინადადებები, ასევე, თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) შესაბამისი შუამდგომლობა;

ზ) „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიმართოს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების,  გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და  დაცვის სამთავრობო კომისიას თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ასევე, თვითმმართველი ერთეულების შექმნასა და გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ცენტრების სახელწოდებათა შეცვლის შემთხვევებში თვითმმართველი ერთეულების და თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული ცენტრების სახელდების შესახებ დასკვნის მისაღებად;

თ) კოდექსის შესაბამისად, თვითმმართველ ერთეულთა, ტერიტორიული ოპტიმიზაციის განხორციელების მიზნით, შეიმუშაოს თვითმმართველ ერთეულთა ტერიტორიული ოპტიმიზაციის კრიტერიუმები.“;

დ) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 მუხლები:

„მუხლი 31. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე წინადადების მომზადება და შუამდგომლობის განხილვა

1. თვითმმართველი ერთეულების შექმნა/გაუქმება, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენა/შეცვლა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა ხორციელდება კოდექსის შესაბამისად.

2. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) შუამდგომლობის შემთხვევაში, კომისია ამოწმებს მის შესაბამისობას ამ დებულებითა და კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან და იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე. შუამდგომლობის საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენაზე უარი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

3. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) შუამდგომლობას კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შუამდგომლობის წარდგენიდან 3 თვის ვადაში.

4. თუ თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) მიერ წარდგენილი შუამდგომლობა არ შეესაბამება კოდექსის მოთხოვნებს, კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ხარვეზის გამოსწორების მიზნით, რეკომენდაცია გაუგზავნოს თვითმმართველ ერთეულს. თვითმმართველი ერთეული ვალდებულია ხარვეზი გამოასწოროს რეკომენდაციის მიღებიდან არაუგვიანეს სამი თვის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითმმართველმა ერთეულმა უნდა წარადგინოს ახალი შუამდგომლობა.

5. საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილ თვითმმართველი ერთეულის (ერთეულების) შუამდგომლობას თან ერთვის კომისიის დასკვნა.

6. კომისია უფლებამოსილია მოამზადოს თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე წინადადება კოდექსის 152-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის დავალებისა და კომისიის წევრების ინიციატივის საფუძველზე.

7. კომისია უფლებამოსილია მოამზადოს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგნოს თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ რამდენიმე ალტერნატიული წინადადება.

 

მუხლი 32. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის   თაობაზე თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან კონსულტაციის წესი

1. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან კონსულტაციას, კოდექსით დადგენილ შემთხვევაში, უზრუნველყოფს კომისია.

2. თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე თვითმმართველ ერთეულთან კონსულტაცია ხორციელდება კოდექსის შესაბამისად.

3. კომისია უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულების შექმნის/გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის/შეცვლის და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის საკითხის საჯარო განხილვისას დაინტერესებული პირების მიერ წარდგენილი მოსაზრებების განზოგადებას და საქართველოს მთავრობისთვის/მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის გადაგზავნას კოდექსით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი