გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 18/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
38
18/01/2012
გამოუქვეყნებელი, 18/01/2012
000000000.00(0).000.000000
გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 38

2012 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურისგანვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებულიშესყიდვის საშუალებითგანხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის განვითარებისათვის შესაბამისი ღონისძიებების დროულად განხორციელების მიზნით,მომსახურების სახელმწიფოშესყიდვის შემჭიდროებულ ვადებში განსახორციელებლად:

1. ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდმა, სხვადასხვა საბაჟო რეჟიმის პირობებში საქართველოში დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციების ფარგლებში მოქცევის მიზნით,ვალდებულების შესრულების გარანტი ის და პოსტერმინალითმომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2.სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს2012 წლის ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტის ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

3. ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდმა ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს საავანსო თანხასთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური