სამელიორაციო სისტემების აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტირების ღონისძიებების დაფინანსების შესახებ

  • Word
სამელიორაციო სისტემების აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტირების ღონისძიებების დაფინანსების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 18/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
37
18/01/2012
გამოუქვეყნებელი, 18/01/2012
000000000.00(0).000.000000
სამელიორაციო სისტემების აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტირების ღონისძიებების დაფინანსების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 37

2012 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

სამელიორაციო სისტემების აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტირებისღონისძიებების დაფინანსების შესახებ

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სამელიორაციო სისტემების აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტირების დასაფინანსებლად უზრუნველყოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციის“ პროგრამით (პროგრამული კოდი –37 01 04) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ სამელიორაციო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებზე 300 000 (სამასი ათასი) ლარის გადარიცხვა, მათ შორის:

ა)შპს „ალაზანი-მ“–45 000 ლარი;

ბ)შპს „სიონი-მ“–50 000ლარი;

გ) შპს „კოლხეთი-მ“–95 000ლარი;

დ) შპს „მტკვარი-მ“– 110 000ლარი.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გადარიცხული თანხების შესაბამისად მოახდინოს შპს „ალაზანი-მ“-ის, შპს „სიონი-მ“-ის, შპს „კოლხეთი-მ“-ის და შპს „მტკვარი-მ“-ისკაპიტალის გაზრდა.

3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, აღნიშნულმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებმა სამელიორაციო სისტემების აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტირებასთან დაკავშირებითსაჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                       . გილაური