დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №2426 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 34 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 18/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №34
2012 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №2426 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №2426 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარსა და ონის მუნიციპალიტეტის ქალაქ ონში ტერიტორიულ ორგანოთა ადმინისტრაციული შენობების პროექტირება, მშენებლობა, კომპიუტერული ტექნიკით და ავეჯით აღჭურვა;“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები