„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 6/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
მიღების თარიღი 19/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 13/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.037.016030
6/ნ
19/03/2014
ვებგვერდი, 19/03/2014
010240070.22.037.016030
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის

ბრძანება №6/ნ

2014 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ და ,,შ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2009 წლის 14 აგვისტოს №8/ნ ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 19.08.2009წ., №103, მუხ. 1151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–13-მე–15 პუნქტები:

,,13. დეპარტამენტის თავმჯდომარე ამტკიცებს დეპარტამენტის შინაგანაწესსю

14. დეპარტამენტის თავმჯდომარე  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დეპარტამენტის (მათ შორის, ტერიტორიული ორგანოს) თანამშრომლებს ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებებს, ახორციელებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის ფუნქციების განაწილებას; ასევე ახორციელებს დეპარტამენტის (მათ შორის, ტერიტორიული ორგანოს) თანამშრომლებისთვის შესაბამისი დავალებების გაცემას.

15. დეპარტამენტის საქმიანობიდან გამომდინარე, დეპარტამენტის თავმჯდომარე ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“.

) დებულების მე-9 მუხლის ,,ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  ,,ვ) საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის/შუამდგომლობის არსებობისას ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების თაობაზე პროექტების მომზადება (გარდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით გაფორმებული ხელშეკრულებებისა), ასევე გასაფორმებელი ხელშეკრულებებისა და მათი ცვლილებების სამართლებრივი კუთხით ვიზირება;“;

გ) დებულების მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1“ ქვეპუნქტი:

,,ზ1) საჭიროებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის/შუამდგომლობის არსებობისას საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტებისა და მათში შესაბამისი ცვლილებების თაობაზე პროექტების მომზადება და ვიზირება.“

დ) დებულების 141 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ”ვ1” ქვეპუნქტი:

”ვ1) განსახლების პროცედურების განხორციელებასა და დეპარტამენტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება და შესაბამისი ბეჭდით დამოწმება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრიდავით ნარმანია