საჯარო სამართლის იურიდიული პირ „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ შექმნის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირ „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი 11/03/2014
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/03/2014
ძალის დაკარგვის თარიღი 17/11/2017
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016083
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18
11/03/2014
ვებგვერდი, 14/03/2014
040030000.32.061.016083
საჯარო სამართლის იურიდიული პირ „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ შექმნის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/03/2014 - 13/11/2017)

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №18

  2014 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“  შექმნის

შესახებ

მუხლი 1.  „საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  შესახებ” საქართველოს  კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის  კანონის მე-6 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრი“.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის“ სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ.

3.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დ. ჯაიანი)  უზრუნველყოს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის  „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის'' დებულების პროექტის დასამტკიცებლად და ხელმძღვანელის კანდიდატურის დასანიშნად წარმოდგენა.

4.  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ (დ. ჯაიანი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ   (ვ. ხორავა)  უზრუნველყონ  საჯარო სამართლის იურიდიული პირის  „აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრისათვის“ საჭირო ქონების გადაცემასთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  (ვ. ხორავა) წარმოადგინოს წინადადებები „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის  ავტონომიური რესპუბლიკის კანონში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.

6. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).

მუხლი 2. დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მთავრობის  თავმჯდომარის

მოვალეობის  შემსრულებელი                                                                                             ვ. ყოლბაია