ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 14<sup>1</sup> მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 223
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.017843
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
223
12/03/2014
ვებგვერდი, 13/03/2014
300160070.10.003.017843
ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/03/2014 - 17/02/2022)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №223

2014 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნ­­ქ­ტის, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნ­­­ქ­­ტის „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებისა და პროდუქტის უსა­ფრ­თხო­­­ე­ბისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის სა­­ფუძველზე:    

მუხლი 1
დამტკიცდეს ტექნიკური რეგლამენტი – „იარაღის შესახებ“ სა­ქა­რ­თველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძი­რი­­­თადი ტექნიკური მახასიათებლები თანდართული რედაქციით (დანარ­თე­ბი: №1, №2, №3, №4, №5).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



დანართი 1

ტექნიკური რეგლამენტის – იარაღის შესახებსაქართველოს კანონის 141 მუხლით განსაზღვრული პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლების ძირითადი დებულებები

მუხლი 1. ტექნიკური რეგულირების გამოყენების სფერო და ობიექ­ტი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნ­ქ­ტის „ბ.ბ“, „ბ.გ“, „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ეს ტექ­­ნი­კუ­­რი რეგ­ლა­მენტი განსაზღვრავს:

ა) იმ პნევმატური იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რო­მელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში;

ბ) ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნე­ბა­რთვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილი, სა­მო­ქა­ლა­ქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარა­ღე­­ბის კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ექვე­მ­დე­ბარება რეგისტრაციას;

გ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნე­­ვმატური იარაღების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ტა­რე­ბა დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ში­ნა­­გან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემ­დეგ;

დ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის კონ­სტრუქ­­ციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლის ტარება აკრ­ძა­ლუ­ლია.

 

მუხლი 2. ძირითადი ცნებები და განმარტებები

ამ რეგლამენტში გამოყენებულ ცნებებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) პნევმატური იარაღი – იარაღი, რომელშიც ჭურვი მიმართულ მოძ­რა­ო­ბას იწყებს შეკუმშული, დაწნეხილი ან გამყარებული აირის მოქმე­დებით და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან დასაზიანებლად;

ბ) ჯოული – გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია.

 

მუხლი 3. პროდუქტის ბაზარზე განთავსების ძირითადი პირობები

პნევმატური იარაღი ბაზარზე განთავსდება შეზღუდვების გარეშე, გარ­და იმ პნევმატური იარაღისა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვა­ში.

 

მუხლი 4. მოთხოვნები ტექნიკური რეგულირების ობიექტის მიმართ

მოთხოვნები ტექნიკური რეგულირების ობიექტის მიმართ განისაზღვ­რე­­ბა ამ დადგენილების №2 – №5 დანართებით.

 

მუხლი 5. შესაბამისობის შეფასების პროცედურები

შესაბამისობის შეფასება დგინდება პნევმატური იარაღის მწარმოებლის (ქარ­ხანა-დამამზადებელი) დოკუმენტაციით. საქართველოს შინაგან საქმეთა სა­­მინისტრო უფლებამოსილია გადაამოწმოს პნევმატური იარაღის შესაბამისი შე­­ფასება.

 

დანართი 2

 

იმ პნევმატური იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში

 

1. სამოქალაქო ბრუნვაში არ დაიშვება ის პნევმატური იარაღი, რომ­ლის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება 4.5 მმ კალიბრს.

2. სამოქალაქო ბრუნვაში დაიშვება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft)  და საღებავის ბურთულების სასროლი პნევმატური იარაღი (paint ball).

 

 

დანართი 3

 

ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის კუთვნილი, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც ექვემდებარება რეგისტრაციას

 

 ლულის სიგრძე

 

 არა უმეტეს 50 სმ-ისა

 50 სმ და მეტი

გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში)

 

3‑ზე მეტი ჯოული

4 ჯოული და მეტი

ჭურვის ტიპი

 

 პლასტმასის ან ლითონის ბურთულა/ტყვია

 

ჭურვის წონა

 

 0.32 – 0.45 გრ

 

 

 

 

შენიშვნა:

1. პნევმატური იარაღი ექვემდებარება რეგისტრაციას, თუ არსებობს ამ დანართით განსაზღვრული ლულის სიგრძის და გასროლილი ჭურვის საწ­ყი­სი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) ტექნიკური მახასიათებლები. 

2. რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავის ბურთულების სასროლი პნევმატური იარაღი (paint ball).

3. ამ დანართით გათვალისწინებული გასროლილი ჭურვის საწყისი ენე­­­რ­გია (გამოსახული ჯოულებში) განსაზღვრულია ჭურვის ტიპისა და წო­ნის მაჩვენებლების შესაბამისად.

 

დანართი 4

 

სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომელთა ტარება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირშისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ

 

ლულის სიგრძე

 

 50 სმ და მეტი

გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში)

 

 5 ჯოული და მეტი

ჭურვის ტიპი

 

 პლასტმასის ან ლითონის ბურთულა/ტყვია

 

ჭურვის წონა

 

0.32 – 0.45 გრ

 

 

შენიშვნა:

1. პნევმატური იარაღი ექვემდებარება რეგისტრაციას, თუ არსებობს ამ დანართით განსაზღვრული ლულის სიგრძის და გასროლილი ჭურვის საწ­ყი­­სი ენერგიის (გამოსახული ჯოულებში) ტექნიკური მახასიათებელი. 

2. ამ დანართით გათვალისწინებული გასროლილი ჭურვის საწყისი ენე­­­რგია (გამოსახული ჯოულებში) განსაზღვრულია ჭურვის ტიპისა და წო­ნის მა­ჩ­ვენებლების შესაბამისად.

3. რეგისტრაციას არ ექვემდებარება ელექტროპნევმატური იარაღი (air soft) და საღებავის ბურთულების სასროლი პნევმატური იარაღი (paint ball).

დანართი 5

 

სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ პნევმატური იარაღის კონსტრუქციის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები, რომლის ტარება აკრძალულია

 

 

 

ლულის სიგრძე

 

 

არა უმეტეს 50 სმ-ისა

გასროლილი ჭურვის საწყისი სიჩქარე (/წმ)

 

 

130 მ/წმ-ზე მეტი

გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოულებში)

 

 

3-ზე მეტი ჯოული

ჭურვის ტიპი

 

პლასტმასის ან ლითონის ბურთულა/ტყვია

ჭურვის წონა

 

0.32 – 0.45 გრ

 

შენიშვნა:

1. პნევმატური იარაღის ტარება აკრძალულია იმ  შემთხვევაში, თუ არ­­სე­ბობს  ამ დანართით განსაზღვრული გასროლილი ჭურვის საწყისი სიჩქა­რის (მ/წმ) ან გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგიის (გამოსახული ჯოულებ­ში) ტექნიკური მახასიათებელი.    

2. ამ დანართით გათვალისწინებული გასროლილი ჭურვის საწყისი სიჩ­­ქარე (მ/წმ) და გასროლილი ჭურვის საწყისი ენერგია (გამოსახული ჯოუ­ლე­ბ­ში) განსაზღვრულია ჭურვის ტიპისა და  წონის მაჩვენებლების შესა­ბა­მი­სად.

3. ამ დანართით განსაზღვრული აკრძალვა არ ვრცელდება ელექტ­როპ­­ნევმატური იარაღის (air soft)  და საღებავის ბურთულების სასროლი პნევ­მატური იარაღის (paint ball) ტარებაზე.