დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 18/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 18/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №29
2012 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სსიპ – საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოსშემდეგ მომსახურებათა შესყიდვა:
ა) 2012 წლის 29 იანვარს-1 თებერვალს გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ტექსტილის სექტორში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაში „ISPO MUNICH 2012“ მონაწილეობასთან დაკავშირებული მომსახურება;
ბ) 2012 წლის 6-9 მარტსსაფრანგეთში,ქ. კანშიდაგეგმილუძრავიქონებისდასაინვესტიციოგამოფენაში„MIPIM 2012“ მონაწილეობასთან დაკავშირებული მომსახურება;
გ) 2012 წლის 19-22 მარტს სინგაპურში ფარმაცევტიკის სექტორში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაში „Bio Pharma Asia 2012“ მონაწილეობასთან დაკავშირებული მომსახურება;
დ) 2012 წლის 3-4 მაისსთურქეთში, ქალაქსტამბულშისაერთაშორისოგამოფენა-კონფერენციაში„Istanbul Fashion Apparel Conference –2012“ მონაწილეობასთან დაკავშირებული მომსახურება;
ე) 2012 წლის 8-10 ოქტომბერსგერმანიაში,ქ. მიუნხენშიდაგეგმილუძრავიქონებისდასაინვესტიციოგამოფენაში„EXPO REAL 2012“ მონაწილეობასთან დაკავშირებული მომსახურება;
ვ) 2012 წლის 6-9 ნოემბერსყაზახეთში,ქალაქალმა-ატაშიდაგეგმილგამოფენაში„Worldfood 2012“ მონაწილეობასთან დაკავშირებული მომსახურება.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის მომსახურებათამიმწოდებელი პირები გათავისუფლდნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულებისაგან.
პრემიერ-მინისტრი ნ.გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები