სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

  • Word
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 26
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 18/01/2012
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
26
18/01/2012
გამოუქვეყნებელი, 18/01/2012
000000000.00(0).000.000000
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №26

2012 წლის 18 იანვარი

ქ. თბილისი

  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

1. „ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74  მუხლის საფუძველზე, შპს „აზსაქმშენ ალიანსი ( AZGEOBUILDING ALIANS)“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ სამშვილდის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს 800 (რვაასი) მ3 დაციტის (ღორღი) მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

 

                                                                 

 

2. შპს „აზსაქმშენ ალიანსმა ( AZGEOBUILDING ALIANS)“ უზრუნველყოს:

ა) სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.

პრემიერ-მინისტრი                         ნ. გილაური