დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 04/01/2012 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 04/01/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 7
2012 წლის 4 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების თაობაზე
1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ სა ქართველოს კანონის 25 -ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ს აქართვე ლოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სა კითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამარ თლის იურიდიულ პირებს მიეცეთ თანხმობა, რომ 2012 წლისათვის:
ა) სსიპ − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2012 წლის სა ხელ მწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის პირ ველი და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული შეზღუდვა და შტატ გარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 50 ერთე ულით, ხოლო საპრემიო ფონდის წლიური მოცულობა − შტატით გათვა ლისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური ოდენობის არა უმეტეს 50 %-ით, საკუთარი შემოსავლების ხარჯზე;
ბ) სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახურზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართვე ლოს კანონის 25 -ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 140 ერთეულით;
გ) სსიპ − სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესა ხებ“ საქართველოს კანონის 25 -ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალის წინებული შეზღუდვა და დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ინდივიდუალური შრომითი ხელშეკ რუ ლება ერთდროულად გააფორმოს არა უმეტეს 4 1 შტატგარეშე მომუ შავესთან.
2. ეს განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2012 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები