„საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 52
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 19/03/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 23/03/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 10/06/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.220.000.10.003.000.185
  • Word
52
19/03/2005
სსმ, 33, 23/03/2005
010.220.000.10.003.000.185
„საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას
„საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის №39 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №52

2005 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის  №39 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის 36- მუხლის შესაბამისად ,,საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებსაქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 მარტის 39 დადგენილებასა და ამავე დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ენერგეტიკის კომისიის შექმნის შესახებ”.

2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. შეიქმნას საქართველოს ენერგეტიკის კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ზურაბ ნოღაიდელისაქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე

კახა ბენდუქიძესაქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე

ალექსი ალექსიშვილისაქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

კახა ბაინდურაშვილისაქართველოს მთავრობის კანცელარიის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი

ნიკა გილაურისაქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

ირაკლი ეზუგბაიასაქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის მდივანი

გიორგი ვაშაყმაძესაქართველოს წარმომადგენელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის (ძსმ) და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის პროექტების განხორციელების სახელმწიფოთაშორის კომისიაში, საქართველოს ნავთობკორპორაციის გენერალური დირექტორის მოადგილე

დავით ინგოროყვასაქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის თავმჯდომარე

კონსტანტინე კემულარიასაქართველოს იუსტიციის მინისტრი

ვალერი ჩეჩელაშვილისაქართველოს ფინანსთა მინისტრი

ირაკლი ჩოგოვაძესაწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

ალექსანდრე ხეთაგურისაქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე”.

3. დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის კომისიის თანდართული დებულება”.

4. ,,საქართველოს ელექტროენერგეტიკის დარგის ინსტიტუციური დერეგულირებისა და პრივატიზაციის სტრატეგიის შემმუშავებელი კომისიის დებულებისსახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ენერგეტიკის კომისიის დებულება”.

5. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს ენერგეტიკის კომისია (შემდგომშიკომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეიმუშავებს საქართველოს ენერგოსექტორის დერეგულირების სტრატეგიას და საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს”.

6. დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 2. კომისიის ძირითადი ამოცანები

კომისიის ძირითადი ამოცანაა საქართველოს ენერგოსექტორის დერეგულირების განხორციელების მიზნით შეიმუშაოს შესაბამისი წინადადებები და დასკვნები და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.”.

7. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

) შეიმუშაოს საქართველოს ენერგოსექტორის ინსტიტუციური დერეგულირების სტრატეგია;

) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს საქართველოს ენერგოსექტორის დერეგულირებასთან დაკავშირებული დასკვნები და წინადადებები;

) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოითხოვოს საქართველოს ენერგოსექტორის დერეგულირების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაცია;

) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;

) კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად შესაბამისი სფეროებიდან მოიწვიოს სპეციალისტები.”.

8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი