დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია |
| მიღების თარიღი | 13/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010220020.34.059.016017 |
2
13/03/2014
ვებგვერდი, 17/03/2014
010220020.34.059.016017
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2006 წლის 19 მაისის №4 დადგენილებით (გაზეთი ,,აჭარა“ 23.05.2006 წ., №91) დამტკიცებულ რეგლამენტში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები: |
1.
მე-10 მუხლის „ა“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ახდენს შემოსული და გასული ყველა სახის კორესპონდენციის მიღებასა და რეგისტრაციას, სისტემატიზაციასა და დროულად მიწოდებას შესაბამის სამსახურებისათვის.“. |
2.
მე-10 მუხლის „თ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) უზრუნველყოფს უსკოს მიერ მიღებული დადგენილებების გადაცემას სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესათვის“, მის ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge) გამოქვეყნების მიზნით.“. |
3.
მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. უსკოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირია კომისიის მდივანი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2014 წლის 13 მარტის № 1 დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან. |
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები