დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2014 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 11/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/03/2014 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 03/05/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.35.169.016144 |
|
,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2014 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2014 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 დეკემბრის №29 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
1.
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამა“ ჩამოყალიბდეს დანართი №1-ის შესაბამისად (დანართი №1 თან ერთვის). |
2.
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2014 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა“ ჩამოყალიბდეს დანართი №2 შესაბამისად (დანართი №2 თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი № 1
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2014 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა
|
თავი I
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ზოგადი მიმოხილვა |
მუხლი 1.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2014 წლის პროგრამა (შემდგომში – ,,პროგრამა“) განსაზღვრავს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს 2014 წლის განმავლობაში. |
მუხლი 2.
პროგრამის აქტუალობა |
1.
საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება; |
2.
სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, სოციალური ფონი არასასურველია. დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას; |
3.
სერიოზული და ანგარიშგასაწევია მძიმე სოციალური მდგომარეობით გამოწვეული უარყოფითი გავლენა მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. |
მუხლი 3.
პროგრამის მიზანი |
პროგრამის მიზანია: |
1.
აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება; |
2.
სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა; |
3.
სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა; |
4.
მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა; |
5.
ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა დახმარება; |
6.
მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახების და ბავშვების სოციალური დაცვა; |
7.
ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებულებისათვის, უსახლკაროებისათვის და ოჯახებისათვის, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, დახმარების გაწევა; |
8.
უკიდურესად გაჭირვებულ მოქალაქეთა ჩართვა უფასო კვების ობიექტებში; |
9.
სოციალური დახმარების პროგრამაში ვეტერანთა ინტერესების გათვალისწინება. |
10.
ხანდაზმულ მოქალაქეთა დახმარება. |
მუხლი 4.
პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები |
პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებებია: |
1.
სამართლებრივი საფუძვლების შექმნა; |
2.
მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა; |
3.
სოციალური დახმარების ტექნოლოგიების სრულყოფა და განახლება; |
4.
სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, იდენტიფიკაცია და მონაცემთა ბაზის ფორმირება; |
5.
სოციალური სამსახურის სხვა სამსახურებთან კონტაქტის გაღრმავება; |
6.
მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა; |
7.
ანალიზი და საინფორმაციო უზრუნველყოფა. |
თავი II
სოციალური დახმარების პრიორიტეტები და
სოციალური ღონისძიებები
|
მუხლი 5.
სოციალური დახმარების პრიორიტეტები |
სოციალური დახმარების პრიორიტეტებია: |
1.
მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი; |
2.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი; |
3.
ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი; |
4.
ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. |
5.
ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან დედა (მარტოხელა დედის შემთხვევაში) რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. |
6.
მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი; |
7.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახი; |
8.
ხანძრით, მიწისძვით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს; |
9.
მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახი; |
10.
უპატრონო მიცვალებული.; |
11.
100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე. |
მუხლი 6.
სოციალური ღონისძიებები |
სოციალური ღონისძიებებია: |
1.
უფასო კვების ობიექტის დაფინანსება; |
2.
სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება; |
3.
სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა; |
4.
სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვა; |
5.
შრომითი მოვალეობის შერულებისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. |
თავი III
სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა,
საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა |
მუხლი 7.
სოციალური დახმარების დაფინანსება |
სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის გათვალისწინებულია 494000 (ოთხას ოთხმოცდათოთხმეტი ათასი) ლარი.“ |
მუხლი 8.
მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა |
მინიმალური სოციალური დახმარების ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება პროგრამის დანართის შესაბამისად (დანართი № 2 დადგენილებას თან ერთვის). |
მუხლი 9.
სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია |
სოციალური დახმარების გასაცემად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: |
1.
მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი: |
ა)
განცხადება; |
ბ)
პირადობის მოწმობა; |
გ)
შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა; |
დ)
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან; |
ე)
სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. |
2.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი: |
ა)
განცხადება; |
ბ)
პირადობის მოწმობა; |
გ)
ბავშვის დაბადების მოწმობა; |
დ)
შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა; |
ე)
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან; |
ვ)
სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. |
3.
ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი: |
ა)
განცხადება; |
ბ)
მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობა; |
გ)
ბავშვის დაბადების მოწმობა; |
დ)
მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობ(ებ)ა; |
ე)
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაონული განყოფილებიდან; |
ვ)
სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. |
4.
ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი: |
ა)
განცხადება; |
ბ)
მშობლების პირადობის მოწმობები ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) პირადობის მოწმობა; |
გ)
დედის დაბადების მოწმობა (მარტოხელა დედის შემთხვევაში; |
დ)
დედის დაბადების მოწმობა (მარტოხელა დედის შემთხვევაში); |
ე)
ბავშვის დაბადების მოწმობა ან ბავშვების დაბადების მოწმობები (ტყუპების დაბადების შემთხვევაში); |
5.
მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) ბავშვი: |
ა)
განცხადება; |
ბ)
მშობლების პირადობის მოწმობა; |
გ)
ბავშვების დაბადების მოწმობა; |
დ)
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან; |
ე)
სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. |
6.
მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ბავშვი: |
ა)
განცხადება; |
ბ)
მშობლის პირადობის მოწმობა; |
გ)
მშობლის დაბადების მოწმობა; |
დ)
ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ა; |
ე)
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან; |
ვ)
სს კახეთის ენერგოდისტრიბუციის სამსახურში აბონენტის რეგისტრაციის ნომერი. |
7.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახი: |
ა)
განცხადება; |
ბ)
პირადობის მოწმობა; |
გ)
სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. |
8.
ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს: |
ა)
განცხადება; |
ბ)
პირადობის მოწმობა; |
გ)
ცნობა ხანძრის, მიწისძვრის, ბუნებრივი კატასტროფის, სხვა განსაკუთრებული შემთხვევის, უსახლკაროდ დარჩენის და სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ შესაბამისი სამსახურიდან; |
დ)
ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან; |
ე)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია (ოჯახის უსახლკაროდ დარჩენის ან ალტერნატიული ფართის არქონის შემთხვევაში). |
9.
მეორე მსოფლიო ომის გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახი: |
ა)
განცხადება; |
ბ)
პირადობის მოწმობა; |
გ)
ვეტერანის მოწმობა; |
დ)
ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა; |
ე)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა. |
10.
უპატრონო მიცვალებული: |
ა)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის - ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია. |
11.
100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე: |
ა)
განცხადება; |
ბ)
პირადობის მოწმობა; |
გ)
საბანკო ანგარიში. |
მუხლი 10.
სოციალური დახმარების ოდენობა |
1.
მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; |
2.
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; |
3.
ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; |
4.
ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; |
5.
ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობლის ან მარტოხელა დედის შემთხვევაში ასაკი არ აღემატება 25 წელს, რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 400(ოთხასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე; |
6.
ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობლის ან დედის (მარტოხელა დედის შემთხვევაში) ასაკი 25 წლის ზევითაა, რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 300 (სამასი) ლარი თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე; |
7.
მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; |
8.
მრავალშვილიანი ოჯახი, რომლესაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი და ორი მაინც არის არასრულწლოვანი (18 წლამდე ასკის ბავშვი) – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; |
9.
მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ერთი არასრულწლოვანი ბავშვი – 8 (რვა) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; |
10.
მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის ორი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი – 12 (თორმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად; |
11.
ხანძრით, მიწისძვით და ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლაკრო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს – 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით), ბინის ქირის დასაფარად, კვარტალში ერთხელ გადამოწმების საფუძველზე;
|
12.
მეორე მსოფლიო ომის გადაცვლილი ვეტერანის ოჯახი – 250 ლარი; |
13.
უპატრონო მიცვალებული – 300 ლარი. |
14.
100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე - 200 (ორასი) ლარი ერთჯერადად; |
15.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახი - 1000 (ერთი ათასი) ლარი ერთჯერადად. |
მუხლი 11.
სოციალური ღონისძიებების დაფინანსება |
1.
უფასო კვების ობიექტების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. |
2.
სტაციონარული მკურნალობისა და გამოკვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება და შრომითი მოვალეობის შერულებისას, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მოსამსახურეების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე. |
3.
გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა მოხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით დადგენილი წესის საფუძველზე. |
თავი IV
დასკვნითი დებულებები |
მუხლი 12.
სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი |
სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია: |
1.
სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა დაინიშნება, შეწყდება და გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად. |
2.
სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური. |
3.
მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) დახმარება ჩაირიცხება მომსახურე ბანკში, მოქალაქის მიერ გახსნილ ან სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ ანგრიშზე. |
4.
არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე. |
5.
მოქალაქემ დახმარების მისაღებად ბანკში უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობა. |
6.
სოციალური დახმარება II თავის მე-5 მუხლით განხსზღვრულ კატეგორიებზე (გარდა მე - 4, მე-7, მე-9, მე-10 და მე-11 პუნქტებისა) გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია. |
7.
2013 წელს შეუსრულებელი ვალდებულება გათვალისწინებულ იქნეს 2014 წლის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტში. |
მუხლი 13.
სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები |
სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან: |
1.
საორგანიზაციო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური; |
2.
საფინანსო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური. |
მუხლი 14.
პროგრამის განხორციელების ვადა |
პროგრამის განხორციელების ვადაა 2014 წლის 01 იანვარიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით.
|
მუხლი 15.
პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა |
პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება პრესისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით.
|
მუხლი 16.
პროგრამის შეფასების კრიტერიუმები |
პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია:
|
1.
მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა; |
2.
დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად პროგრამაში ჩართვის მაქსიმალურობა; |
3.
დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა; |
4.
სოციალური დახმარების გაცემის ვადები. |
მუხლი 17.
პროგრამის განხორციელების შედეგი |
პროგრამის განხორციელების შედეგი იქნება: |
1.
სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა; |
2.
უკიდურესად გაჭირვებული ფენის შემცირებისათვის ხელშეწყობა; |
3.
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება; |
4.
მძიმე სოციალური პირობების გავლენის შემცირება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე; |
5.
სოციალურად დაუცველთა კატეგორიას მიკუთვნებული პირების მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება.
|
დანართი №2
|
დედოფლისწყარს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების 2014 წლის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები