დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 11 ივნისის №03/90 ბრძანების დანართი №1-ში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 03/59 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/03/2014 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/03/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება №03/59
2014 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 11 ივნისის №03/90 ბრძანების დანართი №1-ში ცვლილების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1. კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 11 ივნისის №03/90 ბრძანების დანართი №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
დანართი №1-ში შეტანილი რიგითი ნომერი 7 - ქ. თელავში, გურამიშვილის ქ. №13-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის აგების თარიღი 'XX საუკუნის 20-იანი წლები', შეიცვალოს შემდეგი რედაქციით – „XIX საუკუნის 20-იანი წლები' და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2. დაევალოს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტს ამ ბრძანების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში, ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების სამინისტროს ინტერნეტ-გვერდზე ასახვა.
მუხლი 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობაში (მისამართი: ქ. თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა №7).
მინისტრი მირიანე ოდიშარია
დანართი
| 7. |
| საცხოვრებე-ლი სახლი | ქ. თელავი, გურამიშვილის ქ. №13 | არქიტექ-ტურის | XIX საუკუნის 20-იანი წლები |
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები